Please rotate your phone

ბელარუსული კავშირები

წელი: 2023
Video Duration

ვიდეოს ხანგრძლივობა: 01:55

2020 წელს ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა მთავრობამ პროტესტი ძალადობრივად ჩაახშო და რეპრესიები დაიწყო, არაერთი ოჯახური კავშირი გაწყდა ან ახალ რეალობაში განაგრძო არსებობა. ბევრი ჩვენგანისთვის ნორმად იქცა ის, რომ ადამიანებს ქვეყანაში ყოველდღიურად აკავებენ და თავისუფლებას ართმევენ. ჩვენ ისიც მივიღეთ ფაქტად, რომ 2020 წლის მოვლენების მონაწილეებისთვის უმჯობესია, თუ ქვეყანას დატოვებენ და სანამ ეს ყველაფერი არ შეიცვლება, უკან არ დაბრუნდებიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააკავებენ. ჩვენ შევეჩვიეთ ნათესავების წელიწადში ერთხელ ნახვას, ხოლო მათ, ვისაც გაუმართლა, ჩვენთან ერთად წამოსვლა ან ვიზის აღება შეძლეს. 


პაშა კრიტჩკო EU NEIGHBORS EAST-ისა და Fotofestiwal-ის ფოტოკონკურსის - საოჯახო კავშირების ფინალისტი ფოტოგრაფია. ფოტოკონკურსის გალა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.
უკანუკან